იტალიური და ესპანური გრანდების შეხვედრა მილანში 20 თებერვალს გაიმართება.
"ვინც ამბობს, რომ ამჟამინდელი "მილანი" ისეთი საშიში არაა, როგორიც უწინ იყო, უპირველესად, ის უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს იტალიური ფეხბურთის წარმომადგენელთან, რომელსაც ჩვენზე მეტი ევროპული ტიტული აქვს მოპოვებული.
მრავალი წლის განმავლობაში "მილანი" ჩვენთვის რთული მეტოქე იყო", - აქვეყნებს ჩავის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.