ჩავი: "მილანი" "ბარსელონასთვის" ყოველთვის რთული მეტოქე იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ჰავბეკი ჩავი სულაც არ მიიჩნევს, რომ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი კატალონიელთათვის იოლი იქნება.

იტალიური და ესპანური გრანდების შეხვედრა მილანში 20 თებერვალს გაიმართება.

"ვინც ამბობს, რომ ამჟამინდელი "მილანი" ისეთი საშიში არაა, როგორიც უწინ იყო, უპირველესად, ის უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს იტალიური ფეხბურთის წარმომადგენელთან, რომელსაც ჩვენზე მეტი ევროპული ტიტული აქვს მოპოვებული.

მრავალი წლის განმავლობაში "მილანი" ჩვენთვის რთული მეტოქე იყო",
- აქვეყნებს ჩავის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული