"პორტუს" მეტიც შეეძლო! [VIDEO]

AutoSharing Option
საგოლე მომენტებით ღარიბ მატჩში "პორტუმ" "მალაგას" მინიმალური ანგარიშით მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში წინ ჩემპიონთა ლიგის 2004 წლის გამარჯვებულს მხოლოდ მცირეოდენი უპირატესობა ექნება. პორტუგალიელები თამაშს თითქმის მთელი 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს ანგარიშში უფრო უკეთ ვერ ასახეს.

რეაქციები
ვიტორ პერეირა ("პორტუს" მთავარი მწვრთნელი): "ორი მიზანი გვქონდა: მოგვეგო და კარი მშრალად შეგვენახა. როგორც ხედავთ, ორივე მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ვფიქრობ, მეორე გოლსაც ვიმსახურებდით. შესაბამისად, შედეგით მთლად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ 1:0-იც კარგია. დღეს სწორედ ისეთი
"პორტუ" თამაშობდა, როგორიც ეს გუნდი ჩემს წარმოდგენაში უნდა იყოს: კოლექტივი, რომელიც თამაშს
აკონტროლებს, მეტოქეს წნეხის ქვეშ აქცევს და თამაშს იგებს. "მალაგა" კარგი გუნდია, მაგრამ ესპანელებმა დღეს თავიანთი ფეხბურთი ვერ ითამაშეს, რადგან ჩვენ ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და პირველივე წუთიდან აგრესიულად ვთამაშობდით. საპასუხო მატჩში ერთი გოლი მაინც უნდა გავიტანოთ."

მანუელ პელეგრინი ("მალაგას" მთავარი მწვრთნელი): "შეტევაში არაფერი გამოგვივიდა და შესაბამისად, შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ბედნიერი. "პორტუ" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ შეგვიქმნა. თუმცა ჩვენი მეტოქე მაინც ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ ჩემს გუნდს არაფერი გააბედვინა. ჩვენი მიზანი შემტევი ფეხბურთის თამაში იყო, მაგრამ პორტუგალიელებმა ამის საშუალება არ მოგვცეს - ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი წინახაზელების ბრალი არაა. საპასუხო მატჩის სასურველი ანგარიშით მოგება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია და იმედია, ამას მოვახერხებთ კიდეც."

დასკვნა
ჟოაო მოუტინიომ "პორტუს" პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა და ეს გოლი მას მერე გავიდა, რაც პორტუგალიის ჩემპიონმა მოედანზე უკვე სრული კონტროლი დაამყარა. ესპანელებმა წინა ხაზში აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს, "პორტუმ" კი ზედიზედ 68-ე საშინაო მატჩი არ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ბრწყინვალე შედეგია. პერეირას გუნდი დაცვაში კარგად გამოიყურება და წესით, "მალაგას" საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება უნდა გაუჭირდეს. თუ ესპანელებს მეოთხედფინალში გასვლა უნდათ, საკუთარ კედლებში სულ სხვა, გაცილებით ეფექტური ფეხბურთი უნდა ითამაშონ.

პორტუ-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ჟოაო მოუტინიო (56)
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ფერნანდო, ლუჩო გონსალესი (91. კასტრო), ჟოაო მოუტინიო - იზმაილოვი (70. ატსუ), ვარელა (58. ჯეიმს როდრიგესი) - ჯეკსონ მარტინესი.
მალაგა (4-2-2-1-1): ვილი - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა (78. კამაჩო) - ხოაკინი (63. პორტილიო), ისკო - ბაპტიშტა (78. პიაზონი) - სანტა კრუსი.
გაფრთხილება: იტურა
მაყურებელი: 42 209

VideoSportall.Ge
პორტუ - მალაგა 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტუ-მალაგა 1:0 - იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული