რეაქციები
ვიტორ პერეირა ("პორტუს" მთავარი მწვრთნელი): "ორი მიზანი გვქონდა: მოგვეგო და კარი მშრალად შეგვენახა. როგორც ხედავთ, ორივე მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ვფიქრობ, მეორე გოლსაც ვიმსახურებდით. შესაბამისად, შედეგით მთლად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ 1:0-იც კარგია. დღეს სწორედ ისეთი
მანუელ პელეგრინი ("მალაგას" მთავარი მწვრთნელი): "შეტევაში არაფერი გამოგვივიდა და შესაბამისად, შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ბედნიერი. "პორტუ" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ შეგვიქმნა. თუმცა ჩვენი მეტოქე მაინც ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ ჩემს გუნდს არაფერი გააბედვინა. ჩვენი მიზანი შემტევი ფეხბურთის თამაში იყო, მაგრამ პორტუგალიელებმა ამის საშუალება არ მოგვცეს - ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი წინახაზელების ბრალი არაა. საპასუხო მატჩის სასურველი ანგარიშით მოგება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია და იმედია, ამას მოვახერხებთ კიდეც."
დასკვნა
ჟოაო მოუტინიომ "პორტუს" პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა და ეს გოლი მას მერე გავიდა, რაც პორტუგალიის ჩემპიონმა მოედანზე უკვე სრული კონტროლი დაამყარა. ესპანელებმა წინა ხაზში აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს, "პორტუმ" კი ზედიზედ 68-ე საშინაო მატჩი არ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ბრწყინვალე შედეგია. პერეირას გუნდი დაცვაში კარგად გამოიყურება და წესით, "მალაგას" საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება უნდა გაუჭირდეს. თუ ესპანელებს მეოთხედფინალში გასვლა უნდათ, საკუთარ კედლებში სულ სხვა, გაცილებით ეფექტური ფეხბურთი უნდა ითამაშონ.
პორტუ-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ჟოაო მოუტინიო (56)
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ფერნანდო, ლუჩო გონსალესი (91. კასტრო), ჟოაო მოუტინიო - იზმაილოვი (70. ატსუ), ვარელა (58. ჯეიმს როდრიგესი) - ჯეკსონ მარტინესი.
მალაგა (4-2-2-1-1): ვილი - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა (78. კამაჩო) - ხოაკინი (63. პორტილიო), ისკო - ბაპტიშტა (78. პიაზონი) - სანტა კრუსი.
გაფრთხილება: იტურა
მაყურებელი: 42 209
Video
პორტუ - მალაგა 1:0
პორტუ - მალაგა 1:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პორტუ-მალაგა 1:0 - იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]