მასიმილიანო ალეგრი: შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს შედეგი არ კმარა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბარსელონასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს დაცვაში და მეტოქეს ბევრის უფლებას არ აძლევდნენ საჯარიმოში. 5-6 კარგი მომენტი გვქონდა.

ახლა უკვე დერბიზე უნდა ვიფიქროთ, სადაც მორიგი ტესტი გველოდება. "ბარსელონასთან" მიღწეული შედეგი გვერდზე უნდა გადავდოთ, მით უმეტეს, რომ საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება და კიდევ ერთი გოლის გატანას შევეც
დებით. დღეს მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ შესაძლოა, ეს უკვე ნამეტანია.

ეს შედეგი არაა საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ
ბარსელონაში დადებით ანგარიშს მივაღწევთ",
- თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული