ჟორდი როურა: პირველმა გოლმა ცოტა შოკში ჩაგვაგდო

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟორდი როუარამ "მილანთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ იყო. მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ 0:2 მაინც ნამეტანია. მეტოქემ რამდენიმე მომენტი შექმნა და გამოიყენა, ამით კი რთული ამოცანის წინაშე დაგვაყენა.

უკვე ვამბობდით, რომ აქ თამაში ძალიან ძნელია. "მილანი" თავს კარგად იცავდა. "როსონე
რის" კარგი, ორგანიზებული დაცვა ჰყავს, რომლის გარღვევა რთულ საქმეს წარმოადგენს.

სიმართლე გითხრათ, პირველმა გოლმა ცოტა შოკში ჩაგვაგდო, მაგრამ ჩვენი გუნდისა და ტრიბუნების გვჯერა. მეორე მატჩი განსხვავებული იქნება. არც ერთ
ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ბრძოლი
ს ჩვენს სასიკეთოდ შემოტრიალება შეგვიძლია", - თქვა როურამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
Hello. And Bye.
XRumerTest
09:45 29-04-2017
0

სიახლეები პოპულარული