"იდეალური მატჩი ჩავატარეთ. უნდა აღვნიშნო, რომ მწვრთნელმა ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა.
"მილანმა" დაანახვა ყველას, რომ "ბარსელონასთან" თამაში შეუძლია. ფეხბურთში ვერასდროს გაიგებ, რა შეიძლება მოხდეს. ამ გამარჯვებას სილვიო ბერლუსკონის ვუძღვნით, რომელიც უკვე 27 წელია, კლუბის პრეზიდენტი გახლავთ.
მან რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში იყიდა კლუბი და დიდ მწვერვალებზე დაგვაბრუნა. ჩვენს გულშემატკივარს ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს. ეს წარმატება კლუბის ისტორიაში შევა", - თქვა გალიანიმ.
ასევე იხილეთ:
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა