ანდრეს ინიესტა: "მილანმა" სწორად ითამაშა, მაგრამ წინ კიდევ საპასუხო მატჩია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "მილანთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც ყოველთვის, შენ არც ისე კარგად თამაშობ, შესაძლოა, მოხდეს ის, რაც დღეს მოხდა. 0-2 ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ საპასუხო მატჩი წინაა, სადაც შეცდ
ომის გამოსწორება შეიძლება, რომელიც "სან-სიროზე" დავუშვით.

დეტალების გამო არ წაგვიგია. ყველა კომპონენ
ტში გვაკლდა: მოქმედება, მომენტების შექმნა, სილაღე.

"მილანმა" სწორად ითამაშა და არ მოგვცა საშუალება, გაგვეკეთებინა ის, რაც გვსურდა.

თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, ეს "მილანია" და ეს უმაღლესი დონეა. აზრი არ აქვს ამ
შედეგზე ბევრ საუბარს. ვიცით, რომ შეცდომის გამოსასწორებლად მეორე მატჩი გვაქვს.

საპასუხო შეხვედრა სულ სხვა ისტორიაა. სახლში ვითამაშებთ, სადაც უკეთესი მინდვრ
ის საფარია, ვიდრე "სან-სიროზე". რა თქმა უნდა, ეს გასამართლებელი საბუთი არაა, მაგრამ "მილანში" ცუდი საფარია", - თქვა ინიესტამ.

ასევე იხილეთ:
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული