ლიონელ მესი მილანი-ბარსელონას მატჩის ყველაზე ცუდ მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
Sky Sports-ის მკითხველებმა "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.

არგენტინელი ვარსკვლავის საშუალო შეფასება, 10-ბალიანი სისტემით, 2,8 იყო.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მილანელებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 57-ე წუთზე თავი კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა, 81-ეზე კი სალი მუნტარიმ შეაგდო.

მესისაზე ცოტა მაღალი, 3,7 ბალი დაიმსახურეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა - ჟერარდ პიკემ და დანიელ ალვეშმა. სტუმართა გუნდში სხვა ფეხბურთელების საშუალო მაჩვენებელი კი 4 ბალზე მეტი იყო.

Sky Sports-ის მკითხველთა შეფასებების თანახმად, მატჩის
საუკეთესო ფეხბურთელი "მილანის" ფორვარდი კევინ-პრინს ბოატენგია, რომელმაც 9,4 ბალი მიიღო.

მსგავსი გამოკითხვა კატალონიური გაზეთის, "სპორტის" საიტზეც ჩატარდა და იქ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სესკ ფაბრეგასს ჰქონდა - 2,3 ბალი. რაც შეეხება მესის, ის 2,6 ბალით ბოლოდან მეორე აღმოჩნდა.

"მილანსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება.

ასევე იხილეთ:

მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული