20 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მილანელებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 57-ე წუთზე თავი კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა, 81-ეზე კი სალი მუნტარიმ შეაგდო.
"ანგარიშით - 0:2 წაგება სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის, თუმცა თამაშის წინაც ვიცოდით, რომ ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც "მილანია", იოლი არასდროსაა.
მასპინძლებმა ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინეს. მოქმედებდნენ ძალიან აგრესიულად, რითაც, პრაქტიკულად, მოგვისპეს ჩვენი საფირმო ფეხბურთის ჩვენების საშუალება.
სათამაშო ინიციატივას მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით, მაგრამ რად
მართალია, მილანელებს არ ჰქონიათ კარის აღების ბევრი შანსი, მაგრამ მათგან ორის გამოყენება კი მოახერხეს.
ვიმეორებ, ჩვენ ვიცოდით, რომ "სან სიროზე" იოლი თამაში არ გვექნებოდა.
ბარსელონაში გასამართ საპასუხო მატჩში სხვანაირად უნდა ვითამაშოთ. ასეთი სხვაობის აღმოფხვრა იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარი თავის გვჯერა. თანაც, "კამპ ნოუზე" ჩვენი გულშემატკივრებიც შეგვასხამენ ფრთებს.
არ მინდა, მეოთხედფინალში გასვლის შანსების პროცენტულ მაჩვენებლებზე ვისაუბრო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ წინაშე ურთულესი ამოცანაა.
იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლა გავაგრძელოთ, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ. მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება გვაქვს, "მილანთან" საპასუხო მატჩი კი ფინალის ტოლფასი იქნება.
ერთი სიტყვით, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა გველის ბარსელონაში", - აქვეყნებს პუიოლის ნათქვამს უეფა-ს ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]