გერმანიის მოქმედი ჩემპიონი 5 მარტს დონეცკის "შახტარს" მასპინძლობს და გავიგებთ, გააღწევს თუ არა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. შაბათს კი იურგენ კლოპს და კომპანიას "შალკესთან" რურის დიდი დერბი ელოდებათ.
დონეცკში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ "დორტმუნდი" "შახტარზე" უკეთეს სიტუაციაშია, თუმცა "ბორუსიას" პრობლემა აქვს: დიდი შანსია, რომ კლოპის გუნდის დაცვის ბურჯმა, მატს ჰუმელსმა ვერ ითამაშოს.
ჰუმელსმა გრიპის გამო კვირასაც ვერ ითამაშა და "ბორუსიას" მთავარმა ექიმმა მარკუს ბრაუნმა მატსი ვერც მატჩის წინა დღეს დააიმედა. არადა, "დორტმუნდს" "შახტართან" ჰუმელსი ძალიან სჭირდება, რადგან
ამასთან, ჰუმელსი შეტევაშიც (სტანდარტულების დროს) ძალიან სახიფათოა და გეხსომებათ, დონეცკში ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა. სწორედ ამიტომ დორტმუნდელები იმედოვნებენ, რომ 24 წლის ჰუმელსი სამშაბათს საღამომდე გამოჯანმრთელდება.
იურგენ კლოპმა "ჰანოვერთან" მატჩში (3:1 დორტმუნდელთა სასარგებლოდ) ლუკაშ პიშჩეკი დაასვენა და ფაქტია, რომ 37 წლის პოლონელ მცველს ახლა ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
"შახტარს" მარცხენა ფლანგზე უსწრაფესი ტაისონი ჰყავს და ფაქტია, რომ ამ დუელისთვის პიშჩეკს დასვენება მართლაც სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც ოთხშაბათს "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" დუელს დაესწრო (გერმანიის თასის მეოთხედფინალური მატჩი, 1:0 მიუნხენელთა სასარგებლოდ).
67 წლის ლუჩესკუმ "ბორუსია" კიდევ ერთხელ შეისწავლა და ამბობს, "დორტმუნდის" დამარცხება თვით ისტორიულად საუკეთესო ფორმაში მყოფ "ბაიერნსაც" გაუჭირდა და ცხადია, რომ ურთულესი მატჩი გველისო.
"მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და "შახტარი" პირველივე წუთიდან დავწნეხოთ. მართალია, 0:0 ან 1:1-იც გვაწყობს, მაგრამ ფრეზე თამაში ჩვენ არ შეგვეფერება", - ეს დორტმუნდელთა კაპიტნის, სებასტიან კელის სიტყვებია.
"შახტარის" ფანებს ლუჩესკუც შემტევ ფეხბურთს და მხოლოდ მოგებაზე თამაშს ჰპირდება: "დორტმუნდს" პირველივე წუთებიდან შევუტევთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვიგოთ," - აღნიშნა 4 მარტს უკრაინული გრანდის თავკაცმა, რომელსაც ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
დორტმუნდი-შახტარი 23:45
პირველი მატჩი: 2:2
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რაცი - ფერნანდინიო, ჰიუბშმანი - ალექს ტეიშეირა (ან დუგლას კოშტა), მხითარიანი, ტაისონი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ურთიერთშეხვედრები
13.02.2013
შახტარი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 1:0 სრნა (31), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 დუგლას კოშტა (68), 2:2 ჰუმელსი (87)
22.08.2001
დორტმუნდი-შახტარი 3:1
გოლები: 0:1 აგაჰოვა (7), 1:1 იან კოლერი (49), 2:1 ამოროზო (64), 3:1 იან კოლერი (68)
07.08.2001
შახტარი-დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 რიკენი (35), 1:1 ოლისე (73)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორუსია" მეოთხედფინალში ჩანს [VIDEO]