სერ ალექს ფერგიუსონი: ეს რონალდო იმ "მსუქანა" რონალდოს სჯობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ მისი ყოფილი შეგირდი კრიშტიანო რონალდო უფრო დიდი ფეხბურთელია, ვიდრე ბრაზილიელი რონალდო იყო.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, საღამოს, "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალს" საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მასპინძლობს, მადრიდული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"იმედი მაქვს, ამ რონალდოს არ გამოუვა ის, რაც მაშინ იმ რონალდომ დაგვმართა. როცა კრიშტიანოს ძველ, მსუქანა რონალდოს ვადარებ, ვხვდები, რომ ახლანდელი უკეთესია. პორტუგალიელი უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია, ფიზიკურად გაცილებით ძლიერია და უკეთესი დარტყმა აქვს", – განაცხადა სერ ალექსმა და იქვე დასძინა, რომ ბრაზილიელს
დიდი სიყვარულით უძახის "მსუქანას".

სხვათა შორის, ფერგიუსონის შეფასებას მოწინააღმდეგე კრიშტიანოს ყოფილ თანაგუნდელებში გამოუჩნდა. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ კრიშტიანომ ჯერ ის გააკეთოს, რაც მისმა თანამემამულე რონალდომ და მერე შევადაროთ ერთმანეთსო.

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი VS რეალი - მაჩეტე მანჩესტერში
კრიშტიანო რონალდო: დარწმუნებული ვარ, "ოლდ ტრეფორდზე" აპლოდისმენტებს მომიძღვნიან
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგრა გაუტეხა რონალდომ ფერგის 2003 ში ,თორემ განა არ იცის, რომ რონალდო 9 ფენომენია და კველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი
Mindoza
09:11 06-03-2013
0
მე მართალია ძველი რონალდო არ მომწონდა{მითუმეტეს ახლანდელი}მაგრამ ნამდვილად ერთ_ერთ საუკეთესოა მსოფლიოს ისტორიაში
გოჩა
17:03 07-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული