ტურინის "იუვენტუსმა" გლაზგოში სასურველზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა, "სელტიკი" სტუმრად 3:0 დაამარცხა და შოტლანდიელებს ამ ბარიერის დასაძლევად ახლა ყველა დროის უდიდესი სასწაული სჭირდებათ.
გლაზგოური 3:0 ისეთი ანგარიშია, რომელიც "იუვეს" თავკაც ანტონიო კონტეს როტაციის საშუალებას აძლევს. მაგალითად, ჯორჯო კიელინი ახლახან გამოჯანმრთელდა და დიდი შანსია, რომ კონტემ მისი ძირითად შემადგენლობაში გამწესება არ გარისკოს.
რაკი მარტინ კასერესსაც ტრავმა აწუხებს, შესაძლოა, კონტემ კიელინის პოზიციაზე პელუზო ათამაშოს, ამ უკანასკნელის ნაცვლად
გლაზგოელთა მთავარი მწვრთნელი ნეილ ლენონი 6 მარტს სკოტ ბრაუნსა და მიკაელ ლუსტიგს მოისაკლისებს. სამაგიეროდ, "სელტიკს" გიორგიოს სამარასი უბრუნდება, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
აქვე ვთქვათ, რომ "სელტიკს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს გაუღწევია. მერვედფინალში კი გლაზგოელები ორჯერ იყვნენ - დამარცხდნენ "მილანთან" და "ბარსელონასთან". ამასთან, "სელტიკს" იტალიაში არასდროს მოუგია.
ერთი სიტყვით, ყველა დროის უდიდეს სასწაულს სტატისტიკა და ისტორიაც გამორიცხავს. მიმდინარე გათამაშების პირველ მატჩში ("ბენფიკასთან") "სელტიკის" ათმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში სულაც პირველად იასპარეზა.
"იუვენტუსს" ევროსარბიელზე ჩატარებული ბოლო 29 (!) საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული, ზოგადად კი, ტურინულმა გრანდმა ევროტურნირებზე ბოლო მარცხი სამი წლის წლის წინათ განიცადა (1:4 "ფულჰემთან").
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
იუვენტუსი-სელტიკი 23:45
პირველი მატჩი: 3:0
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, პელუზო - მატრი, ვუჩინიჩი.
სელტიკი (4-3-3): ფორსტერი - მეთიუზი, ამბროუზი, ვილსონი, ისაგირე - ვანიამა, ლედლი, მულგრიუ - ფორესტი, სამარასი, ჰუპერი.
არბიტრი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი)
ურთიერთშეხვედრები
12.02.2013
სელტიკი-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 მატრი (3), 0:2 მარკიზიო (77), 0:3 ვუჩინიჩი (83)
31.10.2001
სელტიკი-იუვენტუსი 4:3
გოლები: 0:1 დელ პიერო (19), 1:1 ვალგარენი (24), 2:1 სატონი (45), 2:2 ტრეზეგე (51), 3:2 ლარსონი (56-პენ), 4:2 სატონი (64), 4:3 ტრეზეგე (76)
18.09.2001
იუვენტუსი-სელტიკი 3:2
გოლები: 1:0 ტრეზეგე (42), 2:0 ტრეზეგე (55), 2:1 ს. პეტროვი (67), 2:2 ლარსონი (85-პენ), 3:2 ამორუზო (89-პენ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: დაუნდობლები ვიყავით!
იტალიური ჭკუა: გლაზგოელები დარბოდნენ, გოლები კი ტურინელებს გაჰქონდათ [VIDEO]
სელტიკი-იუვენტუსი 0:3 - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]