5 მარტს დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა უკრაინელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდნენ.
"ვფიქრობ, ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება ძალიან გვსურდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:0 გახდა, შვება ვიგრძენით.
საბედნიეროდ, მეორე ტაიმში მესამე გოლიც გავიტანეთ, რის შემდეგაც ჩვენთვის სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტა.
ჩვენს სტადიონზე ყოველთვის შეუდარებელი ატმოსფეროა. უბრალოდ, დაუჯერებელია ის,
ახლა დროა, მეოთხედფინალზე ვიფიქროთ. პირადად ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე. აქ ნებისმიერი გუნდი მაღალი კლასისაა და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეგვხვდება.
ძალიან კარგია ის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ უფრო მეტად გუნდის გამარჯვება მახარებს, თუმცა, რა თქმა უნდა, პერსონალური ჯილდოს მიღებაც სასიამოვნოა", - აქვეყნებს გიოტცეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: კარგი იქნება, თუ ლუჩესკუ წინასწარმეტყველი აღმოჩნდება
დორტმუნდი-შახტარი 3:0 - "დორტმუნდმა" მეტოქე ვერც კი იგრძნო [VIDEO]