პარი სენ ჟერმენი-ვალენსია 1:1 - იმედის 11 წუთი [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მონაწილე ესპანური გუნდები მძიმე დღეში ჩავარდნენ. "რეალმა" ეშაფოტს თავი დააღწია. "ვალენსიამ" ეს ვერ მოახერხა.

ჯერი ახლა "ბარსელონაზეა".

"ღამურებს" ევროთასებზე საფრანგეთის წარმომადგენლებთან აქამდე 19 თამაშში ერთადერთი წაგება ჰქონდათ. "მესტალიაზე" ისინი მეორედ დამარცხდნენ. "ლურჯ-წითლებს" კი ისტორიაში 13-ჯერ ჰქონდათ პლეი ოფის დაპირისპირება გასვლაზე მოგებით დაწყებული და ყოველ ჯერზე ახერხებდნენ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.

ასე მოხდა ამჯერადაც.

"პარკ დე პრენსზე" მეტოქეებმა დიდი ვერაფერი სანახაობა გვიჩვენეს. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ბურთს უკეთ აკონტროლებდა და უფრო ხშირად ახერხებდა თამაშის გამწვავებასაც.

ესპანელებს
ჟონასის
გოლით თითქოს იმედიც მიეცათ, მაგრამ კარლო ანჩელოტის შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გაუმართლა.

კევინ გამეირომ ესეკილ ლავეცის
საგოლე გადაცემა ლანგრით მიართვა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი კარლო ანჩელოტის შეგირდებს მეტოქისთვის შანსი აღარ მიუციათ.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. განმეორებითი მატჩი
პარი სენ ჟერმენი-ვალენსია 1:1 (2:1)
გოლები: 0:1 ჟონასი (55), 1:1 ლავეცი (66)
პარი სენ ჟერმენი (4-4-2): სირიგუ - ჟალე (27. ვან დერ ვილი), სილვა, ალექსი, მაქსველი - მატუიდი, მოტა (58. გამეირო), პასტორე, შანტომი - ლავეცი, მოურა (83. სახო)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, ვ. რუისი, მატიო, სისოკო - პარეხო, ალბელდა (46. ბანეგა) - ჟონასი (76. ვალდესი), ტ. კოსტა, ფეგული (63. პიატი) - სოლდადო
გაფრთხილება: ლავეცი - ალბელდა, ვ. რუისი, სოლდადო, პარეხო, ბანეგა
კარში დარტყმა: 4-7 (3-3) კუთხური: 4-13 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 11-18 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 44 867

VideoSportall.Ge
პსჟ - ვალენსია 1:1


მატჩის შემდგომი კომენტარები:
კარლო ანჩელოტი: გაშვებულმა გოლმა გამოგვაფხიზლა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული