ჟორდი როუა: ვიცით, "მილანი" როგორ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩამდე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იტალიელებთან შეხვედრაში დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი უნდა შეინარჩუნოს.

"12 მარტს, ეჭვგარეშეა ბევრი შეტევის განხორციელება მოგვიწევს, რადგან აუცილებლად უნდა გავიტანოთ. ამავე დროს, უკან მოუხედავად არ უნდა შევუტიოთ. დაცვაში და შეტევაში ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ.

ვიცით, "მილანი" როგორ ითამაშებს და ვიცით, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ. ყველა ფეხბურთელი მომავალ მატჩზეა კონცენტრირებული, ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვნეთვის",
- თქვა როურამ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა იტალიაში "მილანის" გამარჯვებით ანგარიშით
2:0 დასრულდა. საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
11 მეკარე :D
Fibonacci
20:29 10-03-2013
0
რა დიდი ცოდნა ამას უნდა :), მეც ვიცი: 11 კაცით ჩაჯდება დაცვაში
merabi
17:19 10-03-2013
0

სიახლეები პოპულარული