ესპანელები 13 მარტს გასამართ შეხვედრას უდიდესი იმედებით ხვდებიან და ცხადია, რომ პორტუგალიურ გრანდს იოლი გასეირნება არ ელის.
ესპანელთა მიზანი სულ რაღაც ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაა, რაც ერთი შეხედვით არაა ძალიან რთული ამოცანა, მაგრამ ამავდროულად, "მალაგამ" "პორტუს" გოლის გატანის საშუალება არ უნდა მისცეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მანუელ პელეგრინის ბიჭებს მინიმუმ სამის გატანა მოუწევთ.
პელეგრინის ელისეუ და ბაპტიშტა
პორტუგალიელებს კი ჟოაო მოუტინიო ჰყავდათ დაშავებული, რის გამოც 26 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩები გამოტოვა, მაგრამ მატჩის წინა დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, "დრაგაოზე" გატანილი იმ ერთადერთი გოლის ავტორი ოთხშაბათს მოედანზე გასვლას მოახერხებს. გამოჯანმრთელდა მანგალაც.
"პორტუს" დამარცხება ძნელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "მალაგა" მეოთხედფინალში გავიდეს. გვაქვს შანსი, რომ ამ კლუბის ახალი ისტორია შევქმნათ და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.
"პორტუ", ალბათ, თავის ფეხბურთს ითამაშებს და მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას შეეცდება. ჩვენს მეტოქეს კარგი ნახევარმცველები ჰყავს, მაგრამ არც ჩვენ გვყავს სუსტი გუნდი და თანაც, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რაც დიდი უპირატესობაა", - უთხრა ჩვენს ესპანელ კოლეგებს ბაპტიშტამ.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
მალაგა-პორტუ 23:45
პირველი მატჩი: 0:1
სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა (4-2-3-1): ვილი - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი, ჟულიო ბაპტიშტა, ისკო - სანტა კრუსი.
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო მანგალა, ოტამედი, ალექს სანდრო - ლუჩო გონსალესი, ფერნანდო, ჟოაო მოუტინიო - ვარელა, ჯეკსონ მარტინესი, იზმაილოვი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ურთიერთშეხვედრები
19.02.2013
პორტუ-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ჟოაო მოუტინიო (56)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"პორტუს" მეტიც შეეძლო! [VIDEO]