ჩავი: "მილანს" ყველა მხრიდან სახიფათოდ ვუტევდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ "მილანთან" (4:0) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი იტალიაში "მილანის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

"დღეს ჩვენი დღესასწაულია. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. შეხვედრის თავიდან ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებულები ვიყავით. ძალიან რთული იყო ამ სხვაობის აღმოფხვრა, მით უმეტეს, რომ მეტოქე იტალიური გუნდი იყო.

"მილანს" ყველა მხრიდან სახიფათოდ ვუტევდით. პირველ შეხვედრაში ჩვენი ძველებური აქტიურობა გვაკლდა, მაგრამ დღეს სულ სხვანაირი სურათი იყო. აქ უფრო სწრაფი მოედანია, რომელიც მეტი მოძრაობის საშუალებას გვაძლევს.

ვიცით, რომ მეოთხედფინალში ისე
უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს "მილანთან" ვითამაშეთ",
- თქვა ჩავიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-მილანი 4:0 - "მილანი" ნიანგის ცრემლებით ატირეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული