იტალიელებმა "სან სიროზე" პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ, 12 მარტს ბარსელონაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ.
"პირველი ნახევარი საათი "ბარსელონამ" დიდებული ფეხბურთი აჩვენა. კატალონიელები პრესინგს ბრწყინვალედ ახორციელებდნენ, რითაც მოედნის ჩვენი ნახევრიდან ამოსვლას უკიდურესად გვირთულებდნენ.
ოთხიდან სამი გოლი "ბარსელონამ" ჩვენი უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა, როდესაც ბურთს ვკარგავდით.
ფეხბურთში მნიშვნელობა სანტიმეტრებსაც კი ენიჭება. ნიანგმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ლიონელ
"ბარსელონას" უდიდესი ფეხბურთელები ჰყავს, მესისა და ინიესტას სახით, რომლებსაც ნებისმიერი მცველის ჩამოშორება იოლად შეუძლიათ.
ფორტუნა პირველ მატჩში ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ ამჯერად მან ზურგი ნიანგის დარტყმის ეპიზოდში გვაქცია.
თანავუგრძნობ ბიჭებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს თავიანთი ოცნების ახდენისთვის. დღეს რთული მატჩი გვქონდა, თუმცა საფინალო სასტვენამდე თამაშიდან არ ამოვვარდნილვართ. ბოლოსკენ გვქონდა კიდეც რამდენიმე კარგი მომენტი.
ეს შედეგი ძალიან დასანანია, რადგან პირველი მატჩის შემდეგ მეტის იმედი გვქონდა. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და მას გაზრდა სჭირდება. ეს კი მსგავსი გამოცდილების გარეშე არ მიიღწევა.
ჩემს შეგირდებზე საყვედურს ვერ ვიტყვი, რადგან მათ ბოლომდე იბრძოლეს და ფარ-ხმალი "ბარსელონას" მესამე გოლის შემდეგაც არ დაყარეს", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური გვერდი.
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-მილანი 4:0 - "მილანი" ნიანგის ცრემლებით ატირეს [VIDEO]