"ყველაფერში ნიანგს ვერ დავადანაშაულებთ. მას რომ გაეტანა, თამაში სხვანაირად წავიდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ზოგჯერ მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა.
"ბარსელონამ" ბრწყინვალედ ითამაშა და თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა - ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში.
ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ ამის გაკეთება რთული იყო. შესაძლოა, მატჩის დასაწყისში ვნერვიულობდით, ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი და არ ვთამაშობდით ისე, როგორც გვჩვევია.
მასპინძლების მხრიდან მუდმივად პრესინგი იყო, ამიტომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა გვიძნელდებოდა. ამასთან
ახლა მომხდარი უნდა დავივიწყოთ და სერია A-ზე გადავერთოთ", - თქვა ფლამინიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-მილანი 4:0 - "მილანი" ნიანგის ცრემლებით ატირეს [VIDEO]