დიდიე დროგბა: "გალათასარაისთან" იგივეს გამეორება შემიძლია, რაც "ჩელსისთან" წინა სეზონში

AutoSharing Option
"გალათასარაის" თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ "შალკესთან" (3:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. შემიძლია "გალათასარაისთან" ერთად იგივე გავიმეორო, რაც წინა სეზონში "ჩელსისთან" ერთად გავაკეთე.

რა თქმა უნდა მაშინ, ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი, ხოლო ახლა ბოლომდე მწყობრში არ ვარ. ნახავდით რამდენჯერმე ბურთი როგორ დავკარგე. ევროპაში დაბრუნება და უმაღლეს დონეზე ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იოლი არაა.

ბურაკ ილმაზი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერთა შორისაა. ამას უბრალო გამართლებას ვერ დავაბრალებთ - ეს ნამდვილი ნიჭია.

ნებისმიერი მისი შეტევაში ჩართვა მეტოქეს პრობლემას უქმნის. ძალიან
გაგვიმართლა, რომ ის "გალათასარაიში" თამაშობს.

თუ ილმაზი რამდენიმე ასპექტში იმუშავებს საკუთარ თავზე, უფრო ძლიერი გახდება",
- თქვა დროგბამ.

შეგახსენებთ, რომ 8-8 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები მიმდინარე სეზონში ბურაკ ილმაზი და კრიშტიანო რონალდო არიან. ლიონელ მესი 7 გატანილი ბურთით მესამე პოზიციას იკავებს.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
შალკე-გალათასარაი 2:3 - "ლომებთან" ხუმრობა აკრძალულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული