ბაიერნი-არსენალი 0:2 - მიუნხენში კინაღამ სენსაცია ვიხილეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნი" 1/4-ფინალში პრობლემის გარეშე უნდა გასულიყო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთებზე მიუნხენელებმა მაინც ინერვიულეს.

"არსენალს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა "მეთოფეებმა" რეალური მომენტი ვეღარ შექმნეს.

ანგარიში მესამე წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, რის შემდეგაც შეხვედრას "ბაიერნი" აკონტროლებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს, 86-ე წუთზე ლორან კოშიელნიმ მასპინძელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და სიტუაცია დაძაბა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის შემდეგ "არსენალს" რეალური მომენტი აღარ ჰქონია.

საბოლოოდ, მცირე ნერვიულობის ხარჯზე, მაგრამ "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი. საპასუხო
მატჩი

ბაიერნი-არსენალი 0:2
(პირველი მატჩი 3:1)
გოლები: 0:1 ჟირუ (3) 0:2 კოშიელნი (86)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, ლუის გუსტავო - მიულერი, კროოსი (81. ტიმოშჩუკი), რობენი - მანჯუკიჩი (73. გომესი).
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშიელნი, გიბსი - არტეტა, რემსი (72. ჟერვინიო) - უოლკოტი (72. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), როსიცკი, კასორლა - ჟირუ.
გაფრთხილება: ლამი, ხავი მარტინესი, გომესი - გიბსი, როსიცკი, ჟირუ, მერტეზაკერი, კასორლა, კოშიელნი.
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-25; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21-5 (8-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 66 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:
იუპ ჰაინკესი: მოედნიდან ჩალურჯებული თვალით გავედით

VideoSportall.Ge
ბაიერნი - არსენალი 0:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული