არსენ ვენგერი: ძალიან ახლოს ვიყავით

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მიუნხენის "ბაიერნთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ახლოს ვიყავით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ზოგიერთ მომენტში, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ჟერვინიოს შანსი მახსენდება და კიდევ რამდენიმე ეპიზოდის უკეთესად გათამაშება შეგვეძლო.

საერთო ჯამში, მატჩი კარგად ჩავატარეთ. ვ
წუხვართ პირველი შეხვედრის გამო, სადაც ბოლო 5 წუთში ძალიან ადვილი გოლი გავუშვით.

ჩემს ფეხბურთელებს ვიცნობ - ისინი ფანტასტიკური სულის პატრონები არიან და საქმეს სწორად უდგებიან. ჩვენ გვაქვს გარკვეული დონე, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ.

ძალიან მტკივნეული მომენტია, მაგრამ
ჩვენი გამოსვლა და ხასიათი - დადებითი ფაქტორებია",
- თქვა ვენგერმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ბაიერნი-არსენალი 0:2 - მიუნხენში კინაღამ სენსაცია ვიხილეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული