15 მარტს ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ "სამეფო კლუბს" ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად თურქული "გალათასარაის" ბარიერის დაძლევა დასჭირდება.
"გალათასარაი" გამოცდილი და საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. შესაბამისად, წინ ორი ძალიან რთული მატჩი გველის.
"გალათასარაის" შემადგენლობაში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან, მაგალითად, დროგბა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტამბულის სტადიონზე გულშემატკივრები ყოველთვის მხურვალედ ქომაგობენ თავიანთ გუნდს", - თქვა კარანკამ.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ [VIDEO]