უეფას სადისციპლინო კომისიამ "პარი სენ ჟერმენის" შვედი გოლეადორი შეიწყალა - იბრას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე შეუმცირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონასთან" პირველ დუელშიც იასპარეზებს.
"მიხარია, რომ ასე მოხდა. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ორმატჩიან დისკვალიფიკაციას არ ვიმსახურებდი. კარგია, რომ უეფამ ყველა გარემოება გაითვალისწინა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ორი მატჩით დასაჯეს