თომას მიულერი: არ ელოდოთ, რომ "იუვენტუსსაც" 9:2-ს მოვუგებთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ტურინის "იუვენტუსთან" რთულ ბრძოლას ელის.

"იუვენტუსი" ისეთი კლუბია, რომელიც მუდამ გუნდური ერთიანობით და თამაშით არის ცნობილი. ამის გამო "ბებერი ქალბატონი" ნებისმიერი მეტოქისთვის ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. "იუვესთან" თამაში სულ სხვა იქნება და ის არაფრით ემგვანება "ჰამბურგთან" 9:2 დასრულებულ შეხვედრას. ასე რომ, ფანებს იმის იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ, რომ "იუვენტუსსაც" 9:2-ს მოვუგებთ", - განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ჰამბურგი" 9:2 გაანადგურა.

ასევე
იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXVII ტური: 9 გოლი "იუვენტუსის" შესაშინებლად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული