ანდონი სუბისარეტა: როცა ვამბობ, რომ პსჟ-სთან გაგვიჭირდება, არავინ მიჯერებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი გოლკიპერი ანდონი სუბისარეტა მაღალ შეფასებას აძლევს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსას" მეტოქე "პარი სენ-ჟერმენს".

მისი აზრით, კატალონიურ გრანდს ფრანგულის წინააღმდეგობის დაძლევა ძალიან გაუჭირდება: "როცა ვამბობ, რომ პსჟ-სთან იოლად ვერ მოვიგებთ, ირგვლივ არავინ მიჯერებს. არადა, პარიზელებს აქვთ მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა და შეკრული, გუნდური თამაში. პსჟ-ს ყოველ რგოლში ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც "ბარსას" შიში ნაღდად არ აქვთ. ასე რომ, საკმაო ოფლისღვრა გველის წინ".

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი თამაში სამშაბათს, 2 აპრილს, პარიზში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ჩავი და
ჟორდი ალბა "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული