თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" პარიზული თამაშის მოგების კარგი შანსი აქვს.
"მთელი გუნდი მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენთან" მომავალ დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული. ფრანგებთან რთული თამაში გველის, მაგრამ ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით", - განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, პსჟ-სთან მატჩში, დიდი პაუზის შემდეგ პირველად გაუძღვება გუნდს ტიტო ვილანოვა, რომელიც ნიუ იორკში მკურნალობდა.
ასევე იხილეთ:
ანდონი სუბისარეტა: როცა ვამბობ, რომ პსჟ-სთან გაგვიჭირდება, არავინ მიჯერებს