იუპ ჰაინკესი: "იუვენტუსი" მითივითაა - ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და ტურინის "იუვენტუსის" მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა გერმანული გუნდის თავკაცმა იუპ ჰაინკესმა:

"ეს იქნება უმაღლესი დონის თამაში, ორი თანაბარძალოვანი გუნდის შესრულებით. შეხვედრა იქნება ძალიან ინტენსიური და ფიზიკურად დამღლელი. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ გველის მაღალი კლასის მატჩი, ტიპური ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის. "იუვენტუსი" ევროპის ერთ-ერთი ტოპ-კლუბია. ერთი მხრივ, ისინი ძალიან იტალიელები არიან, მეორე მხრივ, მათ გუნდში ბევრია ფანტაზია და კრეატივიც.

"იუვენტუსი" მითივითაა, ეს გუნდი ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა. ეს არის გუნდი უდიდესი ტრადიციების, ხოლო ანტონიო კონტემ ბოლო დროს ძალიან ბევრი გააკეთა
"იუვენტუსის" საკეთილდღეოდ. ჩვენი მეტოქე ფიზიკურად უძლიერესად არის მომზადებული, გუნდს კი კონტეს ხელწერა ყველაფერში ეტყობა"
, - თქვა პრესკონფერენციაზე იუპ ჰაინკესმა.

ასევე იხილეთ:
თომას მიულერი: არ ელოდოთ, რომ "იუვენტუსსაც" 9:2-ს მოვუგებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული