მან კომპლიმენტები არ დაიშურა ისკოს მიმართ. მასპინძელთა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ კი აღნიშნა, რომ ტურნირის წინ მისი გუნდის არავის სჯეროდა, მათ კი მოახერხეს და გულშემატკივარს დაუვიწყარი საღამოები აჩუქეს.
ის წინასწარ ელოდა ულამაზეს სანახაობას.
გამოცდილ სპეციალისტს ალღომ არ უმტყუნა. “ლა როსალედაზე” დიდი უსამართლობა მოხდა:
მსგავსი თამაშები უგოლოდ არ უნდა მთავრდებოდეს. გერმანელებმა, ტაიმების საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, მოახერხეს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიეს
უნდა ვახსენოთ მარიო გიოტცეც, ვინც 3-4 ისეთი მომენტი დაღუპა, თამამად შეიძლებოდა მატჩის ანტიგმირად დაგვესახელებინა, რომ არა “დორტმუნდის” მიერ მიღწეული დადებითი შედეგი.
განმეორებითი მატჩი სულ რაღაც 6 დღეში გაიმართება.
იმის გათვალისწინებით, რომ პელეგრინის ვიტორინო ანტუნეში და მანუელ იტურა დისკვალიფიკაციების გამო დააკლდება, გერმანელების შანსი ერთიორად იზრდება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
მალაგა-ბორუსია (დ) 0:0
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - იტურა, ტულალანი, ისკო (87. დუდა), სანჩესი - სავიოლა (67. პორტილიო), ბაპტიშტა (76. სანტა კრუსი).
ბორუსია (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი (80. ს. ბენდერი) - როისი (69. შიბერი), გიოტცე (90+1. კირხი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ანტუნეში, ველიგტონი, იტურა - გროსკროიტცი
კარში დარტყმა: 6-12 (3-6) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 28 548
Video
03.04.13. მალაგა - დორტმუნდი 0:0
03.04.13. მალაგა - დორტმუნდი 0:0
მატჩის შემდგომი კომენტარები:
იურგენ კლოპი: ანგარიშით კმაყოფილი ვარ
მანუელ პელეგრინი: ნახევარფინალში გასვლა ჯერ კიდევ ორივე გუნდს შეუძლია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"