მანუელ პელეგრინი: ნახევარფინალში გასვლა ჯერ კიდევ ორივე გუნდს შეუძლია

AutoSharing Option
"მალაგას" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "დორტმუნდთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან კარგი თამაში იყო ორივე გუნდისთვის, რომლე
ბიც გოლის გატანას ცდილობდნენ. მაყურებელი კმაყოფილი დარჩა.

"დორტმუნდი" კარგი გუნდია. მან
ოთხი გოლი გაუტანა "აიაქსს", მადრიდში გამოირჩა და ასევე, "სიტისთან" შეხვედრაშიც.

გახსნილი მატჩი გამოგვივიდა და ნახევარფინალში გასვლა ჯერ კიდევ ორივე გუნდს შეუძლია.

დორტმუნდში კარგად უნდა ვითამაშოთ. ველინგტონი და მანუელ იტურა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.

საბედნიეროდ, დისკვალიფიკაციას გადაურჩა მარტინ დემიჩელისი. ვნახოთ, როგორ შევძლებთ ამ ორი ფეხბურთელის შეცვლას. უნდა აღვნიშნო, რომ
"დორტმუნდს" ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც კარგი ტექნიკა და სისწრაფე აქვთ",
- თქვა პელეგრინიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მალაგა-დორტმუნდი 0:0 - დიდი უსამართლობა "ლა როსალედაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული