ამრიგად, ლეო მესის თამაში საეჭვოა. ყოველ შემთხვევაში, 25 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს მინიმუმ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვნახავთ, შეცვლაზე თამაშს კი, ალბათ, მოახერხებს.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" მაინც ფავორიტად რჩება, მესის კი სასტარტოში სავარაუდოდ სესკ ფაბრეგასი შეცვლის.
ტიტო
მესი სწორედ პარიზში დაშავდა. სამაგიეროდ, კატალონიელებს პედრო გამოუჯანმრთელდათ.
ფაბრეგასი მთლად მესი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაშია, რაც "მალიორკასთან" 5:0-ზე მოგებულ შეხვედრაშიც დაამტკიცა - სესკმა "ბარსას" ფორმით პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
თუკი მესის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხავიერ მასკერანოსა და კარლეს პუიოლის ასპარეზობა გამორიცხულია.
ამრიგად, დაცვის ცენტრში, პიკეს გვერდით ან გამოუცდელი ბარტრა ითამაშებს, ანაც ალექს სონგი.
პარიზელთა უმთავრესი იმედი კი კვლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც პირველ მატჩშიც შეძლო "ბარსას" კარის აღება.
აქვე ვთქვათ, რომ კარლო ანჩელოტის ბიჭებმა "რენი" 2:0 დაამარცხეს.
საინტერესოა, ათამაშებს თუ არა ანჩელოტი დევიდ ბექჰემს სასტარტოში. გეხსომებათ, კარლიტომ პირველ შეხვედრაში ვეტერანი ინგლისელი ძირითადში გაამწესა, მაგრამ დევიდმა ისე ვერ იასპარეზა, როგორც მისგან ელიან. მარკო ვერატი კი ძალიან კარგ ფორმაშია.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-პსჟ 22:45
პირველი მატჩი: 2:2
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა, ბექჰემი, ვერატი, პასტორე - ლავეცი, იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგა
02.04.2013
პსჟ-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 მესი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (79), 1:2 ჩავი (89-პენ), 2:2 მატუიდი (94)
15.03.1995
პსჟ-ბარსელონა 2:1
01.03.1995
ბარსელონა-პსჟ 1:1
თასების მფლობელთა თასი. ფინალი
14.05.1997
ბარსელონა-პსჟ 1:0
გოლი: 1:0 რონალდო (36-პენ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]