"ვნერვიულობდი, რომ დრო არ მქონდა, მეტოქეზე მეფიქრა. "გალათასარაი" ძალიან ძლიერია. ისინი არ თამაშობენ 11-11-ზე. ისინი 50 ათასი-11-ზე თამაშობენ.
ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ნახევარფინალში ვართ და ეს მთავარია.
ეს იყო მატჩი, სადაც შეგვეძლო, ყველაფერი დაგვეკარგა და არაფერი შეგვეძინა. ხალხმა ნაადრევად გაგვიყვანა ნახევარფინალში და ფეხბურთელებიც ამას გრძნობდნენ.
ვიგრძენი, რომ "რეალი" მზადაა, იშრომოს და მოტივირებულია, ფინალში "უემბლიზე" გავიდეს.
არ ვიცი, ვის შევხვდებით ნახევარფინალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ბრწყინვალე
ნახევარფინალური დაპირისპირებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ", - თქვა მოურინიომ.
აღსანიშნავია, რომ მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეშვიდედ გავიდა და ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს გაუტოლდა.
აქამდე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხუთჯერ ყოფილან ელენიო ერერა, ლუი ვან გაალი, მარჩელო ლიპი, მეტ ბასბი და მიგელ მუნიოსი.
მომზადებულია BBC-ისა და Infostrada-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
გალათასარაი-რეალი 3:2 - კითხვის ნიშნების გარეშე [VIDEO]