ფათიჰ თერიმი: მესამე გოლის შემდეგ ნახევარფინალზე ოცნება დავიწყეთ

AutoSharing Option
"გალათასარაის" მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა მადრიდის "რეალთან" (3:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესაძლოა "რეალის" გაგდება არ შეგვეძლო ტურნირიდან, მაგრამ "გალათასარაიმ" მთელ მსოფლიოში პატივისცემა დაიმსახურა. გვქონდა სურვილი, ეს მატჩი არ წაგვეგო, ხოლო მესამე გოლის შემდეგ ნახევარფინალზეც კი დავიწყეთ ოცნება.

იმედია, "რეალი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რომ მერე ვთქვათ, ჩემპიონთან დავმარცხდითო
. არ არსებობს ისეთი რამე, რისი მიღწევაც თურქ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ.

უბრალოდ, არ შეიძლება გოლების ასე გაშვება და მომენტების არგამოყენება. ყოველ წუთს უნდა მოვუმატოთ
. თავაწეულებმა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა",
- თქვა თურქმა სპეციალისტმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
გალათასარაი-რეალი 3:2 - კითხვის ნიშნების გარეშე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული