შენ რატომ იხდი მადლობას, ეფენდი? - გალათასარაი-რეალის მატჩის მიმოხილვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" 24-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და "სამეფო გუნდის" ეს წარმატება მაშინაც კი არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, როცა "გალათასარაი" 3:1-ს იგებდა...

რეაქციები
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მთავარი მწვრთნელი):
"ანგარიში რომ გავხსენით, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მალევე მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა და ასეთ შემთხვევაში აღარ ვინერვიულებდით.

"გალათასარაი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ნახევარფინალში თამაშს ჩემი გუნდი უფრო იმსახურებდა. წავაგეთ, რაც ცუდია, მაგრამ მთავარი საბოლოო შედეგია."

ფათიჰ თერიმი ("გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი):
"დიდი მადლობა "რეალს" და ჟოზე მოურინიოს, მსოფლიოში საუკეთესო გუნდის მწვრთნელს იმისათვის, რომ
თამაშის მერე ჩვენს გასახდელში შემოვიდა და გამარჯვება მოგვილოცა.

სამწუხაროდ, "რეალის" გაგდება ვერ შევძელით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პატივისცემა დავიმსახურეთ.

იმედი მაქვს, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რათა გვქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ ორი მატჩის ჯამში საუკეთესოსთან დავმარცხდით."

გმირი
ვესლი სნეიდერი (გალათასარაი)
თურქული პრესა ჰოლანდიელს აკრიტიკებდა, იმედებს ვერ ამართლებსო, ახლა კი სნეიდერი ძალიან კარგი იყო. მართალია, ეს არ გახლდათ საუკეთესო სნეიდერი, მაგრამ "გალათასარაის" ასეთი ვესლიც დიდად წაადგება.

რაც შეეხება მარგი ქმედების კოეფიციენტს: სამიდან ერთი გოლი თავად გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ანტიგმირი
უმუთ ბულუთი (გალათასარაი)
მას "გალას" მთავარი ბომბარდირი ბურაქ ილმაზი უნდა შეეცვალა, რაც ვერ შეძლო. უმუთ ბულუთი თითქმის არ ჩანდა და თერიმმა ამიტომაც შეცვალა 63-ე წუთზე.

დასკვნა
ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ მატჩში რაღაც ვერ იყო წესრიგში. როცა ტაიმს ერთი გუნდი იგებს, თამაშს კი მეორე, ასეთი შეხვედრები ისედაც ლამის ყველას ეეჭვება ხოლმე და თუკი ეს მაშინ ხდება, როცა წყვილის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და თანაც, მწვრთნელები ისე ეფერებიან (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ერთმანეთს, როგორც ამას ჟოზე და თერიმი საფინალო სასტვენის ფონზე აკეთებდნენ, რა გასაკვირია, რომ ეჭვები მძაფრდება.

თურქები მებრძოლი ხალხია და არა გვგონია, რომ თერიმის მატჩისშემდგომი კომენტარით აღფრთოვანებულიყვნენ...

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი
გალათასარაი-რეალი 3:2 (0:3)
გოლები: 0:1 კ. რონალდო (8), 1:1 ებუე (58), 2:1 სნეიდერი (71), 3:1 დროგბა (72), 3:2 კ. რონალდო (92)
გალათასარაი (4-1-2-1-2): მუსლერა - ებუე (80. ელმანდერი), სემი კაია, გიოქჰან ზანი, რიერა - ფელიპე მელო - ჰამით ალთინთოფი (46. ამრაბატი), სელჩუკ ინანი - სნეიდერი - უმუთ ბულუთი (63. საბრი), დროგბა.
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - ესიენი (31. არბელოა), ვარანი, პეპე, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, მოდრიჩი - დი მარია, იოზილი (81. რაულ ალბიოლი), კ. რონალდო - იგუაინი (73. ბენზემა).
გაფრთხილება: სნეიდერი, ებუე, ამრაბატი
გაძევება: არბელოა (90. რეალი)
მაყურებელი: 50 734

VideoSportall.Ge
09.04.13. გალათასარაი - რეალი 3:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გალათასარაი-რეალი 3:2 - კითხვის ნიშნების გარეშე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული