"ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მათ ბევრ რამეს მიაღწიეს ბოლო 1.5 წლის განმავლობაში.
არავის სიამოვნებს წაგება, მაგრამ, როცა შენზე ძლიერ გუნდს ხვდები, მარცხი უნდა აღიარო.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მიუნხენელებმა ორ ფინალში ითამაშეს. ამიტომ ვიცოდით, რომ ჩვენს შორის დიდი სხვაობაა.
"ბაიერნი" ძალიან ძლიერია ინდივიდუალურად და გუნდურადაც. მას არნახული რაღაცების გაკეთება შეუძლია და ყოველი ბურთისთვის იბრძვის.
ძალიან ძნელია, ასეთ მეტოქეს წინააღმდეგობა
ახლა ჩემპიონატს უნდა დავუბრუნდეთ. გვინდა, სკუდეტო ზედიზედ მეორედ მოვიგოთ, რაც დიდი მიღწევა იქნება.
ნებისმიერი ტაქტიკური თუ საკადრო არჩევანის შემთხვევაში იგივე პრობლემები შეგვექმნებოდა, რადგან, უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. არ მგონია, ამაზე მეტი შეგვეძლოს. გულშემატკივრების მიერ ჩვენი გაცილებაც ამაზე მეტყველებს.
"ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კიდევ დიდხანს იქნება", - თქვა კონტემ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]