"ფეხბურთელებს გაუჭირდათ კონცენტრაცია, მას შემდეგ, რაც 4 დღის წინ ბუნდესლიგა მოიგეს. პირველი 20 წუთი ეს ჩვენს თამაშზე აისახა. ხშირად ვკარგავდით ბურთს ჩვეულებრივ სიტუაციებში და შემტევი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ
თუმცა ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ. მეორე ნახევარში ნამდვილად უკეთ ვითამაშეთ და საბოლოოდ გამარჯვებაც დავიმსახურეთ.
შესვენებაზე რამდენიმე ტაქტიკური მომენტი განვიხილეთ, რაც მეორე ტაიმში დაგვეხმარა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გვაქეს. ეს სასიამოვნოა, მაგრამ მოედანზე ეს უნდა დავივიწყოთ.
დანიელ ვან ბიუტენს მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა. ამიტომ ის შევცვალეთ.
მნიშვნელოვანი იყო, პირველ ტაიმში არ გაგვეშვა გოლი, ხოლო მეორე ტაიმში ვდომინირებდით", - თქვა ჰაინკესმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]