ჰიონესმა აღნიშნა, რომ იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი ყველაზე სუსტია იმ კვარტეტიდან, რომელიც ტურნირის ნახევარფინალში მოხვდა.
"დორტმუნდის "ბორუსია" ყველაზე სუსტი გუნდია იმათგან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას აგრძელებენ.
მათი დამარცხება ისევე საჭიროა, როგორც ესპანელების. უბრალოდ, "ბორუსიასთან" ამის შანსი მეტი გვექნება", - თქვა ჰაინკესმა.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ასპარეზობის უფლება მიუნხენის "ბაიერნმა", დორტმუნდის "ბორუსიამ", "ბარსელონამ" და მადრიდის "რეალმა" მოიპოვეს. წილისყრა გუნდებს 12 აპრილს, ნიონში დააწყვილებს.
ასევე იხილეთ:
არიენ
იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]