ღამისთევა და ჩხუბი ბილეთებისთვის

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ("რეალთან", 24 აპრილს) ბოლო ბილეთები გაყიდა. აბონემენტების მფლობელებმა კონკრეტულად ამ შეხვედრის ბილეთები ინტერნეტით აიღეს. ძალიან ცოტა თავისუფალი ბილეთი გავიდა გაყიდვაში. "დორტმუნდს" ბილეთების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, ოფისის წინ კი "ბორუსიას" ფანებმა შეკრება ორშაბათს საღამოს (!) დაიწყეს. მათ სალაროებთან მთელი ღამე გაათენეს, რათა ბილეთის ყიდვა მოეხერხებინათ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, საყოველთაო ღამისთევამ ექსცესების გარეშე არ ჩაიარა - გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

"დარჩენილი ბილეთების თავისუფალი გაყიდვით დიდი შეცდომა
დავუშვით. მომავალში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ სხვანაირად მოვიქცევით და ბილეთებს მხოლოდ ინტერნეტით გავყიდით. ასე ბილეთების შავ ბაზარზე გამოჩენასაც ავიცილებთ,
" - განაცხადა "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ.

როგორც იცით, დორტმუნდის სტადიონი ბუნდესლიგის საშინაო მატჩებზე 80 645 მაყურებელს იტევს, ჩემპიონთა ლიგაში კი - 65 829-ს. ეს იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ფეხზე დასადგომი ადგილების გამოყენება აკრძალულია. რაც შეეხება შავ ბაზარს: "დორტმუნდ"-"რეალის" ბილეთები ოფიციალურად უკვე გაყიდულია, ინტერნეტში კი ყველაზე იაფფასიან, 35-ევროიან ბილეთებს გადამყიდველები 300 ევროდ ყიდიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: მოურინიომ "ფიურტთან" მატჩში ჩვენი სისუსტეები ვერ დაინახა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული