ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
არცთუ მაღალი ტემპი, ჩაკეტილი თამაში, დიდი ვერაფერი სანახაობა და შოკისმომგვრელი ანგარიში - დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" ძალების დაზოგვით მოუგო, თანაც 4:0...

ერთადერთი მაჩვენებელი, რითაც "ბარსელონამ" "ბაიერნს" აჯობა, ბურთის ფლობის პროცენტი გახლდათ... ყველაფერ დანარჩენში მასპინძლებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა.

გუნდებმა ფრთხილი თამაში არჩიეს და საწყისი წუთების მიხედვით, ბევრი გოლი არც უნდა გვეხილა. "ბაიერნს" სწრაფ გოლზე არ უთამაშია და მით უმეტეს, არც "ბარსას" ეჩქარებოდა სადმე. თუმცა, თავიდანვე გამოჩნდა, რომ მიუნხენელებმა უკეთ იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და
როგორ უნდა მოეხვიათ საკუთარი თამაში მეტოქისთვის.

მჭიდრო მეურვეობა ლიონელ მესის, პრესინგი მოედნის ცენტრში და კოლექტიური ართმევის მეთოდი - ის, რასაც "ბარსა" წლებია, ასე წარმატებულად იყენებს.

ამ ყველაფერმა პირველი შედეგი 25-ე წუთზე გამოიღო, როდესაც თომას მიულერმა დანტეს დარტყმულს შეუცვალა მიმართულება და ბურთი ვალდესის კარის ბადეში გაახვია, 1:0.

მეორე გოლი რაღაცით პირველს წააგავდა, მხოლოდ მარიო გომესმა ბურთი ფეხით შეაგორა მეტოქის კარში, 2:0. ერთი კია, იმ ეპიზოდში გერმანელთა ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში გახლდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ მომენტზე ალბათ ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ილაპარაკებდნენ, მიუნხენელებს კიდევ ორი გოლი რომ არ გაეტანათ და თავიანთი უპირატესობა ასე თვალსაჩინო არ გაეხადათ.

მესამე გოლი არიენ რობენის ანგარიშზეა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ერთ მცველს შესანიშნავად აუარა გვერდი და ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა, 3:0.

იმ ეპიზოდში რობენს თომას მიულერი წაეხმარა, რომელმაც მცველს ტანი ჩაუდგა და ჰოლანდიელს სივრცე გაუხსნა - მიულერმა უბურთო მცველი შეაჩერა და ამ ეპიზოდმაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა.

მეოთხე გოლზე კი ყველაფერი დღესავით ნათელი გახლდათ: მარცხენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას ზეაქტიური მიულერი დაუხვდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 4:0.

"ბაიერნმა" გადაურბინა "ბარსელონას" და ამას მართლაც არავინ ელოდა. კატალონიელები კიდევ უფრო უფერულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე "მილანთან" პირველ შეხვედრაში და ბუნებრივია, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე "მილანთან" პირველი შეხვედრის შემდეგ; შესაძლოა, გამოუვალიც კი...

VideoSportall.Ge
23.04.13. ბაიერნი - ბარსელონა 4:0


ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი
ბაიერნი-ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 მიულერი (25), 2:0 გომესი (49), 3:0 რობენი (73), 4:0 მიულერი (82).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი (83. პისარო), რიბერი (89. შაჩირი) - გომესი (71. ლუის გუსტავო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, პედრო (83. ვილია).
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი, გომესი - ალბა, ბარტრა, ინიესტა, სანჩესი.
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-3 (7-1); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 71 000

მატჩისშემდგომი კომენტარები:
ლიონელ მესი: ამ ანგარიშს ვერაფერი მოვუხერხე

ჟორდი როურა: მსაჯობა ნამდვილად ცუდი იყო
იუპ ჰაინკესი: კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული

ჩავი: ამ სხვაობის აღმოფხვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია
ბასტიან შვაინშტაიგერი: ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს ამად ღირდა
ფრანკ რიბერი: ვიცოდით, რომ ასეთი შედეგისთვის ბევრი უნდა გვეშრომა
არიენ რობენი: დღეს ჩვენ იდეალური მატჩი ჩავატარეთ
კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბაიერნმა" ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა

დანიელ ალვეში: ეს იყო ყველაზე ცუდი დღე, რაც "ბარსელონაში" ვარ

ხავი მარტინესი: ფინალში გასვლა განაღდებული არ გვაქვს
გარი ლინეკერი: პეპ გვარდიოლა "ბაიერნს" კი არა, "ბარსელონას" სჭირდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
საწყალი ამ სტატიის ავტორი, ზაან დაბოგმილი ჩანს... წესით ბარსას ფანი უნდა იყოს და ჯერ ვერ მოუნელებია ასე უშანსონ რომ წააგეს
dabogmils
20:47 29-04-2013
0
აქ მარტო მანჩესტერის, ბარსელონას და რეალის გენიალურობაზე წერენ. თითქოს სხვა გუნდები არ არსებობდნენ. კარგი გაკვეთილია...... :))))))))
სერ ალექსი
09:30 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული