ჟორდი როურა: მსაჯობა ნამდვილად ცუდი იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ მიუნხენის "ბაიერნთან" (0:4) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი მსაჯობა ნამდვილად ცუდი იყო. არასწორი გადაწყვეტილებები მრავლად იყო, რომლებმაც შედეგზე იქონია გავლენა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მსაჯობის მხრივ, არ გვიმართლებს, თუმცა ეს არაა გამოსავალი "ბარსელონასთვის",
- თქვა როურამ.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი-ბარსელონას მატჩს ვიქტორ კაშაი სჯიდა.

"პირველ რიგში, "ბაიერნს" უნდა მივულოცოთ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ვერ ვიტყვი, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ბაიერნმა" ანგარიში
გაზარდა და სიტუაცია ძალიან გართულდა.

"ბაიერნი" ფიზიკურად მძლავრი გუნდია. ჩვენ კი სილაღე გვაკლდა. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ვიცით, რომ დღევანდელი სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ "ბარსელონა" ვართ. საპასუხო შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, "ბაიერნი" დავამარცხოთ. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ", -
აღნიშნა როურამ.

მომზადებულია AS-ისა და uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
სუპერ კომენტარები... გამაგებინეთ ასე რატო უნდა გაგიხარდეს წარმატებული გუნდის დამარცხება? რა სისულელეა მესი არაა თურმე კარგი ფეხბურთელი და შესაძულებელია ხო რადგან კაცს ტრამვა აქვს მიგებული და ვერ თამაშობს კარგად.. მილანელებმა რომ 2-0 მოიგეს მაშინ დააქციეს ქვეყანა ჩვენ ვართ რაც ვართ და დავასამარეთ ბარსაო მაგრამ შEმდეგ თამაშზე უკან გაუკეთეს თავიანთი გოლები და ხმა არ ამოაღებინეს.. რატომ არ უნდა ჯეროდეს ადამიანს რომ ბარსა მოიგებს და გავა .. ეს ხომ რიგითი გუნდი არაა ? მაინც რაც არ უნდა იყოს ბარსელონაა და სასწაულების მოხდენა ნამდვილად შEუძლია, მიუხედავად ამისა შეიძლება ეს სხვა გუნდისთვის სასწაული იყოს მაგრამ ბარსასთვის არა
nika
11:49 25-04-2013
0
ესპანეთის "აფსუა სეპარატისტების" კრახი; დიდი ფეხბურთელი არის მესი, თან ძალიან დიდი; მაგრამ მარადონამდის ბევრი უკლია, თან ძალიან ბევრი;რაც შეეხება ბაიერნს, ეს აღარ არის უკვე გერმანული მანქანა; მიუხედავად იმისა რომ გერმანიის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, საოცრად ლამაზ და შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობენ
fortunato
11:34 24-04-2013
0

სიახლეები პოპულარული