23 აპრილს, "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
"შევეცადეთ, მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია და ჩვენ ეს შევძელით კიდეც.
თავიდან ვზვერავდით მეტოქეს, რადგან აქამდე არ გვითამაშია ისეთ გუნდთან, რომელიც "ბარსელონას" დარ ფეხბურთს აჩვენებს.
ამის შემდეგ კი სულ უფრო და უფრო კარგად ავთამაშდით. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირდა", - თქვა შვაინშტაიგერმა.
ასევე იხილეთ: