ბასტიან შვაინშტაიგერი: ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს ამად ღირდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 აპრილს, "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"შევეცადეთ, მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია და ჩვენ ეს შევძელით კიდეც.

თავიდან ვზვერავდით მეტოქეს, რადგან აქამდე არ გვითამაშია ისეთ გუნდთან, რომელიც "ბარსელონას" დარ ფეხბურთს აჩვენებს.

ამის შემდეგ კი სულ უფრო და უფრო კარგად ავთამაშდით. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირდა",
- თქვა შვაინშტაიგერმა.

ასევე იხილეთ:
-liga/48706-baierni-barselona-40-didi-nabiji-finalisken-dzalebis-dazogvith-videogalerea.html" target="_blank">ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული