ხავი მარტინესი: ფინალში გასვლა განაღდებული არ გვაქვს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა "ბარსელონასთან" (4:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მიმდინარე სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ "ბარსელონასთან" შეხვედრა საუკეთესო იყო.

კარგად ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა "ბარსელონას" წინააღმდეგ. მეტოქეს შეტევაში ცოტა მომენტი ჰქონდა. ჩვენ კი მოედნის ცენტრს ვაკონტროლებდით.

ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა კლუბი რომ ყოფილიყო, ეჭვი არ შეგვეპარებოდა ფინალში გასვლაში
, მაგრამ ეს "ბარსელონაა". მათ "მილანი" ანგარიშით 4:0 გაანადგურეს", - თქვა მარტინესმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი
ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული