დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
დიდი ფეხბურთის დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ასეთი დონის შეხვედრის შეჯამება რთული ამოცანაა.

დავიწყებთ იქიდან, რომ “ბორუსიას” გამარჯვება 100%-ით დამსახურებულად მიგვაჩნია. არ გვგონია, ამაზე ორი აზრი არსებობდეს. “ბაიერნი”-“ბარსასგან” განსხვავებით, მსაჯობა იდეალურთან მიახლოებული იყო. ბიორნ კუიპერსმა თამაშს კიდევ უფრო მეტი ფასი შესძინა. რის ხარჯზე იძალა მასპინძელმა? პირველ რიგში - საოცარი ფიზიკური მომზადების, რადგან საფინალო სასტვენამდე წამითაც კი არ დამდგარა ეჭვქვეშ, ეყოფოდა თუ არა ძალა “ბორუსიას” ამხელა სამუშაოს შესასრულებლად.

გადამწყვეტი როლი ითამაშეს ასევე გუნდის ლიდერებმა: მატს ჰუმელსმა, მიუხედავად რონალდოს გოლისას დაშვებული უხეში შეცდომისა,
მთლიანობაში ფანტასტიკურად ითამაშა; ილქაი გიუნდოგანმა, ვინც თვალსა და ხელს შუა ყალიბდება უმაღლესი კლასის პლეიმეიკერად და რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკიმ.

იხილეთ ფოტოგალერა
Sportall.Ge

პოლონელზე მთელი ტირადების წერა შეიძლება. წუხანდელი შეხვედრისთვის ის რამდენიც არ უნდა ვაქოთ, ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

ბოლოს კი დავძენთ, რომ რურელები “უემბლის” საგზურთან ძალიან ახლოს დგანან, მაგრამ განაღდებული ნამდვილად არაფერი აქვთ. ვიღაცამ შეიძლება შაბლონურობაში დაგვდოს ბრალი, მაგრამ ლონდონამდე გერმანელებს წინ კიდევ დაძაბული 90 წუთი აქვთ გადასატანი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი
ბორუსია-რეალი 4:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 1:1 რონალდო (43), 2:1 ლევანდოვსკი (50), 3:1 ლევანდოვსკი (55), 4:1 ლევანდოვსკი (66-პენ)
ბორუსია (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (83. გროსკროიტცი), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (90. შიბერი), ბენდერი - როისი, გიოტცე, ბლაშჩიკოვსკი (82. კელი) - ლევანდოვსკი
რეალი (4-2-3-1): ლოპესი - რამოსი, ვარანი, პეპე, კოენტრაუ - ხედირა, ალონსო (80. კაკა) - იოზილი, მოდრიჩი (68. დი მარია), რონალდო - იგუაინი (68. ბენზემა)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი - ხედირა, იოზილი, რამოსი
კარში დარტყმა: 9-7 (7-4) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 3-5 ჯარიმა: 12-13 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 65 829

მატჩისშემდგომი კომენტარები:
ჟოზე მოურინიო: როცა დამსახურებულად აგებ, ამის აღიარება ძნელია
იურგენ კლოპი: ახლა მთავარია სიხარულისგან არ გავგიჟდეთ
დიეგო ლოპესი: ნამდვილი სასწაული იქნება, თუ ფინალში გავალთ
რობერტ ლევანდოვსკი: ახლა მთავარია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ

ილკაი გუნდოგანი: "ბორუსიამ" სამი ბურთის სხვაობით მოგება დაიმსახურა
სერხიო რამოსი: არადა, წილისყრის შემდეგ ამბობდნენ, რომ გაგვიმართლა
პეპე: შეგვწევს იმის ძალა, რომ მადრიდში სამი გოლი გავიტანოთ
მათს ჰუმელსი: ფინალი უკვე ძალიან ახლოსაა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი ფინალში ვართ.
ლევანდოვსკი
10:01 25-04-2013
0
ლევანდოვსკის ბენეფის,
ვითომ დიდხანს გააჩერებენ დორტმუნდში?
roma
10:00 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული