იურგენ კლოპი: ახლა მთავარია, სიხარულისგან არ გავგიჟდეთ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის "რეალთან" (4:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო წარმოუდგენელი გამოსვლა ჩემი გუნდის შესრულებით. "რეალი" ძალიან ძლიერია და მათთან მატჩები ყოველთვის რთულია.

პირველი 25 წუთი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი დავიბენით და "რეალს" გათანაბრების საშუალება მივეცით.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეჩვენებინათ ის ფეხბურთი, რომელიც მატჩის დასაწყისში ანახეს. არ ვიცი, როგორ ვთქვა ეს ინგლისურად, მეორე ტაიმში ნაპერწკალი გაჩნდა, თითქოს რაღაც ჩაირთო.

მატჩის შემდეგ ყველა ჩემს ფეხბურთელს გადავეხვიე, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. დღეს
იყო სუფთა ფეხბურთი. ჩემი ბიჭები შეუჩერებელნი იყვნენ.

არასდროს მინახავს ისეთი ლამაზი გოლი, როგორიც ლევანდოვსკის მესამე ბურთია. ნახევარფინალების პირველი შეხვედრების მერე გერმანული ფინალი უფრო ნათელია, მაგრამ ვიცით, რომ მადრიდში ძალიან რთული მატჩი გველოდება.

არ მაქვს გრძნობა, რომ ლევანდოვსკის "დორტმუნდიდან" გაქცევა სურს, კლუბს მასთან დაშორება არ უნდა. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

"რეალს" გოლი რომ არ გაეტანა, ალბათ, სამ გოლს ვერც გავიტანდით. ახლა მთავარია, სიხარულისგან არ გავგიჟდეთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. საბედნიეროდ, მაქვს გამოცდილება, რომ საპასუხო შეხვედრაში შესაბამისი
სტრატეგია ავირჩიო", - თქვა კლოპმა.

მომზადებულია BBC-ის, uefa.com-ისა და AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული