ჟოზე მოურინიო: წავაგეთ და ამის ბრალი დორტმუნდში ჩატარებული მატჩია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ჰქონდა შანსი, შემდეგ ეტაპზე გასულიყო, მაგრამ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის გამო ეს ვერ მოახერხა.

"ფეხბურთში ან გამარჯვებული ხარ, ან დამარცხებული. ჩემი აზრით, შეგვეძლო გამარჯვებულები გავმხდარიყავით. მეტოქეს ჰქონდა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ მატჩის ბოლოს რისკზე წავედით.

ხასიათი გამოვავლინეთ, სურვილი გვქონდა და სრულიად შესაძლებელი იყო, სასურველ ანგარიშამდე მიგვეყვანა საქმე.

ყველაფრის მიუხედავად, წავაგეთ და ამის ბრალი დორტმუნდში ჩატარებული მატჩია,
რომლის დავიწყება შეუძლებელია, რადგან იქ ძალიან ცუდად ვითამაშეთ.

ჰოვარდ უები ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი არბიტრია, მაგრამ დღეს იმედი გამიცრუა და დამამწუხრა.

ჰუმელს წითელი ეკუთვნოდა და უებმა ეს დაინახა. თუმცა იმ მომენტში უემოციო არბიტრი კი არა, საცოდავი ადამიანი იყო.

იფიქრა, ალბათ, რომ თუ ჰუმელს წითელს მისცემდა, ის ფინალს გამოტოვებდა.

შესაძლოა, შემდეგ სეზონში არ ვიყო "რეალში". იქ მინდა ყოფნა, სადაც მაფასებენ",
- თქვა ჟოზე მოურინიომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ შემაზარე რეალი,როგორ მომწონდა რეალის თამაში ეხლა კი რეალი მანქანას დაემგვანა,ფეხბურთელის ინდივიდუალური ნიჩი არ ჩანს,მაგიტომ არათამაშებს კაკას,მოცილდეს დროზე რეალიდან
vasiko basiladze
12:01 01-05-2013
0
ამ არაკაცის წასვლით ესპანური ფეხბურთი მოიგებს...ამის ავანტურისტუმა ქმედებებმა ბევრი რეალის და ბარსელონას ფეხბურთელი დააპირისპირა,რაც ცუდათ აისახებოდა ესპანეთზე....ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის მაგრამ არაკაცია და თავხედი
arakaci
12:06 01-05-2013
0

სიახლეები პოპულარული