"ფეხბურთში ან გამარჯვებული ხარ, ან დამარცხებული. ჩემი აზრით, შეგვეძლო გამარჯვებულები გავმხდარიყავით. მეტოქეს ჰქონდა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ მატჩის ბოლოს რისკზე წავედით.
ხასიათი გამოვავლინეთ, სურვილი გვქონდა და სრულიად შესაძლებელი იყო, სასურველ ანგარიშამდე მიგვეყვანა საქმე.
ყველაფრის მიუხედავად, წავაგეთ და ამის ბრალი დორტმუნდში ჩატარებული მატჩია,
ჰოვარდ უები ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი არბიტრია, მაგრამ დღეს იმედი გამიცრუა და დამამწუხრა.
ჰუმელს წითელი ეკუთვნოდა და უებმა ეს დაინახა. თუმცა იმ მომენტში უემოციო არბიტრი კი არა, საცოდავი ადამიანი იყო.
იფიქრა, ალბათ, რომ თუ ჰუმელს წითელს მისცემდა, ის ფინალს გამოტოვებდა.
შესაძლოა, შემდეგ სეზონში არ ვიყო "რეალში". იქ მინდა ყოფნა, სადაც მაფასებენ", - თქვა ჟოზე მოურინიომ.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]