იურგენ კლოპი: ბიჭებო, გაიარეთ მადრიდში და გაერთეთ, მე ლუდს "დავითრევ"...

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა არ დამალა, რომ ისიც და მისი ფეხბურთელებიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალთან" ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას ჭიქით ხელში აღნიშნავენ.

მადრიდში 30 აპრილს გამართულ საპასუხო შეხვედრაში "რეალი" ახლოს იყო სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასთან. მატჩის მიწურულს ქარიმ ბენზემასა და სერხიო რამოსის გოლებმა ჟოზე მოურინიოს შეგირდებს კი გაამარჯვებინა (2:0), მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა - ორი მატჩის ჯამში ფინალში "ბორუსია" გავიდა.

"თამაშის ბოლო ნაწილი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, თუმცა კონტრშეტევების განხორციელებისა და გატანის საშუალება მაინც გვეძლეოდა.

ვიცოდით, რომ "რეალი"
აგრესიულად ითამაშებდა და ამიტომ სასტარტო 20-25 წუთის შემდეგ შევეცადეთ, მეტოქის ზეწოლისთვის სათანადოდ გვეპასუხა. თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გავაფუჭეთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, ბოლოსკენ "რეალმა" თამაშს ინტრიგა რომ დაუბრუნა.

დღეს 90 წუთი საკმაოდ "გაიჭიმა", რადგან კარგად დროდადრო ვთამაშობდით, მაგრამ არა მთელი მატჩის განმავლობაში. რა თქმა უნდა, "რეალი" მაღალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს და შეეცადა, პირველი მატჩისთვის შური ეძია, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ დავიმსახურეთ ფინალში გასვლა",
- აქვეყნებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"ვიცოდით, რომ ცოტაოდენი გამართლებაც გვჭირდებოდა. ფორტუნა დაგვეხმარა "მალაგასთან" და ახლაც. კაცმა რომ თქვას, გამართლების გარეშეც მივაღწევდით მიზანს, შექმნილი საგოლე ეპიზოდებიდან ერთ-ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა.

უქმეებზე "ბაიერნთან" გვიწევს თამაში და დასვენებისთვის მათზე ერთი დღით მეტი გვექნება. ამიტომაც გუნდს არ ვუშლი, გაისეირნოს ქალაქში და ეს წარმატება, როგორც წესი და რიგია, აღნიშნოს. ნური შაჰინს ნამდვილად ეცოდინება მადრიდში "ჩასაჯდომად" კარგი ადგილები.

თავად სასტუმროში დავრჩები და ცოტა ლუდს მივირთმევ.

ჩემმა ფეხბურთელებმა გართობა დაიმსახურეს და ამას არ დავუშლი. შესაძლოა, ეს არაა იდეალური გადაწყვეტილება ბუნდესლიგაში "ბაიერნთან" თამაშის წინ, რადგან მიუნხენელები ამისთვის დაგვსჯიან, მაგრამ ჯანდაბას, ეს ალბათ ყველაზე სა
სიამოვნო წაგება იქნება, რაც კი შეიძლება კაცმა ინატრო", - დასძინა მომღიმარმა კლოპმა.

შეგახსენებთ, დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა"-"ბაიერნის" წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომელიც 1 მაისს, საპასუხო მატჩში გაირკვევა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა კი 25 მაისს, "უემბლიზე" გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო!
jaguar
11:53 01-05-2013
0

სიახლეები პოპულარული