ტრავმის გამო ფეხბურთელი უკვე მატჩის მე-14 წუთზე გახდა შესაცვლელი.
"მარიო გიოტცეს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. თამაშის შემდეგ მუხლის ტკივილს უჩიოდა სვენ ბენდერი. ჯერ არ ვიცი, რამდენად სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს საქმე", - თქვა დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა.
დიდი ალბათობით, გიოტცე ბუნდესლიგაში უახლოეს მატჩს გამოტოვებს, რომელსაც "ბორუსია" შაბათს, ვადამდე გაჩემპიონებულ მიუნხენის "ბაიერნთან" გამართავს.
თუმცა ჰავბეკს აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გამოჯანმრთელდეს, რომელიც 25 მაისს, "უემბლიზე" გაიმართება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]